უცხოეთი
სააკაშვილი: საქართველოს ხელისუფლება, ბარიგებთან სრული კოორდინირებით, უკრაინაში ახალ ბრალდებებს მიმზადებენ!

    საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი.საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადება!“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქზე წერს.
"ისინი პოროშენკოს დაპირდნენ, რომ ბრალს 10 სექტემბრამდე წამიყენებენ. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო რესურსების გაფლანგვა, დამკრძალავი გვირგვინების ყიდვის სახით, ექსტრადაციის მიზნით დაკავებაზე ვერ "ქაჩავს", ხოლო პოროშენკოს, საზღვრის გადაკვეთის მერე, ჩემი დაკავებისთვის იურიდიული საფუძველი სჭირდება.
ისინი უკვე მიხვდნენ, რომ საზღვრის დარღვევას არ ვაპირებ, და მათ მიერ ნაჩქარევად მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც საზღვრის არალეგალურად გადაკვეთასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებას ითვალისწინებს, ჩემთან მიმართებაში ვერ გამოიყენებენ.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - ეს სუფთა პოლიტიკური მუხლია, რომელიც იმდენად სასაცილოა, რომ არავის დარჩება ეჭვი იმის შესახებ, რომ ყველა ეს საქმე ყალბია, თუმცა, როგორც ჩანს, ბარიგებისთვის, ყველა საშუალება კარგია", - წერს სააკაშვილი.