პოლიტიკა
დღეს 80 დევნილმა გერმანიის საელჩოს თავშესაფარი სთხოვა

germany_flag80–მა დევნილმა გერმანიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. საელჩოს წარმომადგენელმა განცხადებები გუშინ მიიღეს და რეგისტრაციაშიც გაატარეს. დევნილების თქმით, მათ განუმარტეს, რომ პასუხს რამდენიმე დღეში შეატყობინებენ.

ხელისუფლებამ იმ დონემდე მიგვიყვანა, რომ სამშობლოს დატოვებაზე დავიწყეთ ფიქრი. რაც გაგვიკეთეს, ვანდალიზმია. მე 2008 წლიდან ვცხოვრობდი ზუბალაშვილის ქ.№ 42ში, 2 შვილის დედა ვარ. ქუჩაში გამოგვყარეს და სადღაც ფოცხოსა და ეწერში გვიპირებენ გადასახლებას. თვალით არ მაქვს ეგ ადგილები ნანახი და არც სურვილი მაქვს იქ წასვლის’, - აცხადებს დევნილი ნანა კვირტაია.