აქტუალური
მთავრობას სტრასბურგის მოსამართლეობის ოთხი კანდიდატურა წარედგინება - კომისიის გადაწყვეტილება

     საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ მთავრობისთვის წარსადგენი კანდიდატურები უკვე შეარჩია.
როგორც ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა, კენჭისყრის შედეგად კომისია მთავრობას წარუდგენს თამარ ალანიას, ლალი ფაფიაშვილის, იოსებ ბაჩიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებს.
ყველაზე მაღალი ქულა მოსამართლეობის კანდიდატმა ლალი ფაფიაშვილმა აიღო (4.82), შემდეგი არის თამარ ალანია (4.45), ოთარ სიჭინავამ და იოსებ ბაჩიაშვილმა კი თანაბარი (3.75) ქულა აიღეს.
4 კანდიდატიდან საქართველოს მთავრობა შესაბამის პოზიციაზე 2 კანდიდატს წარადგენს, მათ შორის ერთი აუცილებლად ქალი უნდა იყოს.