საზოგადოება
ბორჯომის ხეობაში წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის პილოტები დაიკითხნენ

     საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ჯერჯერობით უცნობია, ამოიღეს თუ არა პილოტისა და მართვის
  ცენტრის ჩანაწერები. პარალელურად, ბორჯომის ხეობაში მდინარე გუჯარულადან საფრენი აპარატის
  ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. პროცედურის დასრულების შემდეგ ვერტმფრენს სპეციალური
  ტექნიკით თბილისში ექსპერტიზისთვის გადმოიტანენ.
  რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებას, ხანძრის ჩასაქრობად საქართველოში ჩამოსული
  მეგობარი ქვეყნების ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა ხეობას ტოვებს. უკვე გავიდნენ სომხეთის საგანგებო  
  სახანძრო ბრიგადები. მოგვიანებით ქვეყანას ცოცხალ ძალასთან ერთად დატოვებენ აზერბაიჯანისა და
  ბელარუსის ვერტმფრენები. თურქეთმა საფრენი აპარატი და საკუთარი ბრიგადები გაიყვანა. საქართველოს
   დასახმარებლად ცოცხალი ძალა და ავიაცია რამდენიმე ქვეყანამ ხანძრიდან რამდენიმე დღეში გამოგზავნა.
    ცეცხლის ლიკვიდაცია ბორჯომის ხეობაში მისი გაჩენიდან ზუსტად ერთ კვირაში გახდა შესაძლებელი.