უცხოეთი
ზიგმარ გაბრიელი: თურქეთი ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, სანამ მას ერდოღანი მართავს!

     საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, სანამ მას რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მართავს”, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ზიგმარ გაბრიეილის განმარტებით, ერდოღანის მმართველობის გამო ანკარა ევროკავშირს სულ უფრო და უფრო შორდება. "ერდოღანი ცდილობს ჩვენ შორის უფსკრული გაჩნდეს. ამას გამიზნულად აკეთებს. ასეთ პირობებში ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შანსი ნულს უტოლდება", - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
უფრო ადრე თურქეთის პრეზიდენტმა გერმანია ტერორიზმის მფარველობაში დაადანაშაულა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ბერლინმა ანკარისთვის ექსრემიზმში ბრალდებულების გადაცემაზე უარი განაცხადა. ერდოღანის ბრალდების შემდეგ ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ გერმანიამ შესაძლოა თურქეთთან ურთიერთობების პოლიტიკას გადახედოს.