რელიგია
კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე, როგორც ყოველთვის, საქართველოს ყველაზე ცხელ ადგილას იმყოფებოდა!

    საქართველოს, 25 აგვისტო, საქინფორმი. ა.წ. 22 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ბორჯომის ხეობაში და საერთოდ ქვეყანაში გახშირებული ხანძრების გამო ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა და ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღმერთს შეავედრა.  (ქვემოთ იხ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა).
ა.წ. 24 აგვისტოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში მივიდა. უწმინდესმა და უნეტარესმა ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი გადაიხადა და მეხანძრე-მაშველები, პოლიციელები, ჯარისკაცები, მეტყევეები დალოცა.




უწმინდესის თქმით, ის რაც ბორჯომში ხდება არ არის ეროვნული ტრაგედია, ეს არის მოვლენა, რომელიც ყველგან ხდება და მასთან ბრძოლა ძალების გაერთიანებით არის შესაძლებელი.