უცხოეთი
საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. პუტინის რეიტინგი იზრდება. სოციოლოგიური გამოკითხვა „ლევადას ცენტრმა“ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, კრემლის ლიდერის მოღვაწეობით რესპონდენტთა 85%-ია კმაყოფილი. მეორე ადგილს რეიტინგში თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იკავებს (30%), მესამე პოზიციაზე კი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია.
გამოკითხვაში, რომელიც ა.წ. 18-დან 22 აგვისტოს ჩათვლით რუსეთის 48 რეგიონში ჩატარდა, მონაწილეობა 1600-მა რესპონდენტმა მიიღო.