რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს

bodbeსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბოდბის დედათა მონასტერს ეწვევა, სადაც წირვას აღავლენს.

დაგეგმილია, ასევე, პატრიარქის მიერ მონასტერთან მშენებარე ტაძრის დათვალიერება და მშენებლობის კურთხევა.

წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. საქართველოს ეკლესია წმიდა ნინოს ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: პირველ ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს – გარდაცვალება. პატრიარქმა ნინოობასთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა გუშინ, საღამოს, სიონის საკათედრო ტაძარშიც აღავლინა.