აქტუალური
თბილისი - რუსთავის გზაზე ხანძარია

    საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. თბილისი - რუსთავის გზაზე ხანძარია. როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს უკიდია. უწყების ინფორმაციით, ადგილზე გასულები არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.