პოლიტიკა
ჩემი საქმე არ არის სხვადასხვა ვერსიის განხილვა - პრემიერი დივერსიის შესაძლებლობის შესახებ

    საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. "ჩემი საქმე არ არის სხვადასხვა ვერსიის განხილვა. ჩემი საქმე არის ის, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში სტიქიის შედეგების მინიმიზირება მოვახდინოთ“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხანძრის გამომწვევ მიზეზად დივერსიის დასახელებაზე დასმულ შეკითხვას.
გიორგი კვირიკაშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ვერსიების განხილვა მისი საქმე არ არის.
შინაგან საქმეთა მინისტრმა და მმართველი გუნდის ლიდერებმა ხანძრების გამომწვევ მიზეზად დივერსიის ვერსია  არ გამორიცხეს.