საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი.
ომალდი "ჯონ მაკკეინის" ჩაძირულ სართულებზე, სავარაუდოდ, რამდენიმე დაკარგული მეზღვაურის ნეშტი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის სარაკეტო გამანადგურებელი ნავთობის ტანკერს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"დღეს, სამძებრო სამუშაოების დროს, ხომალდის ჩაძირულ სართულებზე მყვინთავებმა რამდენიმე ადამიანის ნეშტი იპოვეს. ამჟამად მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება", - განაცხადა წყნარი ოკეანის აშშ-ის ადმირალმა სკოტ სვიფტმა.
ინციდენტი 21 აგვისტოს მოხდა, როდესაც სარაკეტო გამანადგურებელი შეჯახების დროს სინგაპურის პორტისკენ მიემართებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიკარგა 10, ხოლო დაშავდა ხუთი მეზღვაური.
![]() |
სარაკეტო გამანადგურებელი 1988 წელს ააგეს, ის ექსპლუატაციაში 1992 წლიდანაა. გემის ეკიპაჟი 337 წევრისგან შედგება. გემის შეიარაღებაშია რაკეტსაწინააღმდეგო და ხომალდასაწინააღმდეგო გამანადგურებლები. ხომალდს სახელი აშშ-ის ადმირალების, უფროსი და უმცროსი ჯონ ს. მაკკეინის პატივსაცემად დაარქვეს.