უცხოეთი
მკვლელობისკენ მოწოდება - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურას ოლეგ ლიაშკოს განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებს

    საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართავს და რადას დეპუტატის, ოლეგ ლიაშკოს, Facebook-გვერდზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მკვლელობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია.
ოპოზიციური რადიკალური პარტიის დეპუტატმა უკრაინელ მესაზღვრეებს სოციალური ქსელიდან მოუწოდა, ცეცხლი გაუხსნან სააკაშვილსაც და მის დასახვედრად მისულ ყველა მხარდამჭერს, რადგან მიიჩნევს, რომ სამშობლოს საზღვარი მისთვის ყველაზე წმინდაა.
მიხეილ სააკაშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ ლიაშკოს მუქარის შემცველი განცხადებები არ აშინებთ და მხარდამჭერები სააკაშვილის დასახვედრად 10 სექტემბერს საზღვართან მისვლას აპირებენ.
ადვოკატები ოლეგ ლიაშკოს მუქარის შემცველ განცხადებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე საუბრობენ.