საზოგადოება
ახალი ხანძარი ჟინვალში და მინდია ჯანელიძის უცნაური განცხადება

    საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ახალი ხანძარი გუშინ ჟინვალში გაჩნდა. როგორც ცნობილია, ცეცხლი ბალახებსა და ეკალ-ბარდებს მოედო და 1 ჰექტრამდე ტერიტორიას ეკიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
გუშინვე კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ კრიზისების მართვის საბჭომ ეფექტურად და კანონმდებლობის ფარგლებში იმუშავა (?!). თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას ითვალისწინებს კანონი.
„ჩვენი სამსახური ჩაერთო მაშინ, როცა უნდა გამოჩენილიყო. ჩვენი სამსახური კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მუშაობს. როცა ვითარება დამძიმდა და საჭირო გახდა მობილიზება უფრო მეტი რესურსების, ვიდრე შსს-ს გააჩნია, მაშინ. ჩვენ ჩავერთეთ მაშინ, როცა ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს“, - განაცხადა ჯანელიძემ.