რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II–მ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, სასწავლებლისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა.
უნივერსიტეტში 500-ზე მეტი სტუდენტი ჯანდაცვის მიმართულებით ეუფლება სპეციალობას. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოში საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული 3 უმაღლესი და 25 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს.