საზოგადოება
ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიალოგი! - საქართველოს დელეგაცია სოჭის ახალგაზრდული ფესტივალის შესახებ

    საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. ახალგაზრდობის და სტუდენტთა XIX მსოფლიო ფესტივალის ეროვნული მოსამზადებელი კომიტეტის წევრი ნესტან ჩიტაია Sputnik Грузия-ს მომავალო ღონისძიების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„ჩვენთვის ეს დიალოგი ახალგაზრდებს შორის მართლაც მნიშვნელოვანია. ძალიან ვცდილობთ, რაც შესაძლებელია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ურთიერთობა თბილი და მეგობრული იყოს. ჩვენ მიგვყავს ისინი, ვისაც საქართველოს წარდგენა შეუძლია: მოცეკვავეები, ვოკალისტები, ოპერის მომღერლები, მანსანკანელები. მოკლედ, კულტურულ პროგრამაზე ნამდვილად ვაგებთ პასუხს“, - განაცხადა ჩიტაიამ.
ახალგაზრდობის და სტუდენტთა XIX მსოფლიო ფესტივალში, რომელიც 14-22 ოქტომბერს სოჭში გაიმართება, 186 ქვეყნის 20 ათასი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის მონაწილეები იქნებიან 18-დან 35 წლამდე სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდები - შემოქმედებითი თუ ტექნიკური სპეციალობების, დიპლომატები. საქართველოდან ღონისძიებაში 140 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.