აქტუალური
იმპორტიორები ბაზარზე საკვები პროდუქციის დეფიციტს გამორიცხავენ

produqtebiსაქართველოში ფასებმა ყველა სახეობის სურსათზე მოიმატა.  ამის შესახებ საქინფორმს ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორ კომპანია "დიპლომატ-ჰოლდინგიში" განუცხადეს. იანვრიდან ყველაფერი 5-10%–ითაა გაძვირებული. გაძვირება შეეხო მაიონეზს, ყველს, ვერმიშელს, ჰერკულესს. თუმცა ბაზარზე აღნიშნული პროდუქციის დეფიციტი არ შეიქმნება.

დეფიციტური გახდა მხოლოდ წიწიბურა. „დიპლომატ ჰოლდინგის“ ინფორმაციით, ეს პროდუქტი უკრაინიდან შემოჰქონდათ. მაგრამ ახლა აღარ იშოვება. დისტრიბუტორები წიწიბურას ერთი თვე საერთოდ არ ელოდებიან, ხოლო ერთი თვის შემდეგ ფასის მომატებას ვარაუდობენ.