სამართალი
შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა ოთხი რთული ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს

     საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმიმიმდინარე წლის 20 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 25-მდე მეხანძრე-მაშველმა დაახლოებით 1000 კვ.მ
ფართობზე ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა დაბა სურამშიც. იწვოდა ტყის მასივის ქვედა საფარი - ბალახი და ბუჩქები, დაახლოებით 3000 კვ.მ ფართობზე. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად შეძლეს.
ხანძარი გაჩნდა მბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს იმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში. დაიწვა 1,5 ჰა ფართობზე არსებული ფოთლოვანი ნერგები, ბალახი და ბუჩქები. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა 2 ჯგუფი, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლეს.ტყესთან ახლოს ხანძარი გაჩნდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელქვაბისხევში, 1 ჰა ფართობზე. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია.შსს-ს 100-მდე მეხანძრე-მაშველი ამ დრომდე რჩება ბორჯომის მუნიციპალიტეტისსოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე გავრცელებული ხანძრის ლოკალიზებისთვის. ხანძრის გავრცელების ფართობმა, სავარაუდოდ, 5 ჰა-ს გადააჭარბა. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერებამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.