საზოგადოება
შაბათ-კვირას გაჩენილ 5 მაშტაბურ ხანძარს ორი ახალი დაემატა - დიღომში და ხაშურში!

    საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. ხანძარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბაში ჯერ ჩაქრობილიც არ იყო, როცა ახალი ორი ხანძარი გაჩნდა.
ხანძარი ხაშურში - ცეცხლი კავშირგაბმულობის ყოფილი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 4 სამაშველო ჯგუფი.
ცეცხლის ლოკალიზებას 20 მეხანძრე-მაშველი ცდილობდა. შენობა დახურულია და შემთხვევის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.  
ხანძარი დიღომში - პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დამწვარია 5 ათასი კვადრატული მეტრი. ადგილზე 2 სახანძრო მანქანა მუშაობდა. სახანძრო-სამაშველო სამსახური 169-ე სკოლის თანამშრომლებმა გამოიძახეს, რომელიც შემთხვევის ადგილთან მდებარეობს. ცეცხლი ხმელ ბალახს წაეკიდა, თუმცა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.