აქტუალური
რუსეთმა და აფხაზეთმა სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ კონტრაქტებს მოაწერეს ხელი

     საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. შეთანხმებები ხელმოწერილი იქნა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ფომინი და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის ანატოლი ხრულოვის შეხვედრაზე.
ხელმოწერილი კონტრაქტები აფხაზეთის მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის შესახებ. აღნიშნული სამუშაო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება, ომელი აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას ითვალისწინებს, - იუწყებიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტში.
დეპარტამენტში ასევე აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე განიხილებოდა აფხაზეთში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზის ფუქციონირებისა და ერთობლივი რუსულ-აფხაზური შეიარაღებული ქვედანაყოფის შექმნის საკითხებიც.