საზოგადოება
ლოზუნგით "მე წავალ ბათუმში" ტურისტული კამპანია თურქეთში დაიწყო

batumi2"მე წავალ ბათუმში" – მალე ამ ლოზუნგით ტურისტული კამპანია თურქეთშიც დაიწყება. სხვადასხვა დღესასწაულზე ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები ვიზიტორებს ბათუმში დასვენების შეღავათიან პაკეტებს შესთავაზებენ.

ტურისტების მოზიდვა, რეგიონის პოპულარიზაცია და კურორტის რეკლამირება – ამ საკითხებზე დღეს ტურიზმის დეპარტამენტში მსჯელობდნენ.

აჭარის ტურისტული დეპარტამენტის ახლადდანიშნული თავმჯდომარე ბაჩუკი ჩხეიძე სასტუმროების, რესტორნებისა და ტურ-სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ტურიზმის დეპარტამენტი წელს ათამდე საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.