სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

     საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული .. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 123 აბი და 5 ნატეხი სუბოქსინი, ასევე, 1 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი ამოიღესბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.