სამართალი
ტარიფებზე უნდა ვისაუბროთ არგუმენტებით და არა უსაფუძვლო ბრალდებებით! -ირინა მილორავა

    საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. "ტარიფები პოლიტიკოსებისთვის ერთ-ერთი ცხელი თემაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე და ვალდებულება", - განუცხადა ჟურნალისტებს სემეკ-ის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ მარეგულირებელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, საუბარი ტარიფებზე უნდა მიმდინარეობდეს არგუმენტირებულად და არა საპროტესტო ფორმებით.
მილორავამ განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის გამოძახება იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან სემეკ-ს სხდომის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდა. შედეგად, პოლიციამ შენობიდან შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტული პარტიის სხვა წევრები გაიყვანა.
რაც შეეხება უშუალოდთელასის ტარიფს, მილორავას თქმით, გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება მიღებული და წინასწარ ამაზე ლაპარაკი არასწორია.