აქტუალური
თავდაცვის სამინისტროში საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა

     საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ გარიკ ჰარმონს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ ერთობლივ სწავლება ღირსეული პარტნიორი 2017“-სა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკი გარიკ ჰარმონი უწყებრივი მედლით გენერალი მაზნიაშვილი დააჯილდოვა. უწყების ხელმძღვანელმა მას მადლობის სიგელი და საჩუქრად სნაიპერული შაშხანა გადასცა.
„არმიჰოლში“ აშშ-ის ახალი ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფ ჰარტმანიც იმყოფებოდა.