უცხოეთი
ჰერბერტ ზალბერმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა

    საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ, ჰერბერტ ზალბერმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.
ეჭვები, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მანდატს ვადაზე ადრე დატოვებდა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაისში, ცხინვალში ვიზიტისას, ზალბერმა დე-ფაქტო პრეზიდენტს ეგრეთ წოდებულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამას კი ოფიციალური თბილისის პროტესტი მოჰყვა.
ზალბერის მანდატის ვადაზე ადრე დასრულებას მიესალმება ქართული მხარე და ცხინვალის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტისთვის მილოცვას მის პირად შეცდომად აფასებს.