პოლიტიკა
უპასპორტო სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს აპირებს

     საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. უპასპორტო ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა  facebook live-ის დროს განაცხადა, რომ ლვოვიდან 10 სექტემბერს ჩავა კიევში, ლვოვში კი პოლონეთიდან გადავა, სასაზღვრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „კრაკოვეცში“. მისივე თქმით, კიევიდან ის ოდესაში დაბრუნებას აპირებს.
პოროშენკომ თავი შეირცხვინა და მისი გადაწყვეტილების შემდეგ პირველი, ვინც განცხადება გააკეთა, მედვედევი იყო. მას შემდეგ რუსული არხები გამუდმებით ჩემზე საუბრობენ. მე ღიად ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ უკრაინაში შეპარვას ან ვინმეს საბარგულით შესვლას. იმისთვის არ მიშრომია და არ მიცხოვრია, რომ სადმე საბარგულით შევიპარო.
მე არ ვიცი, რა საფრთხეს წარმოვადგენ პოროშენკოსთვის, მაგრამ როგორც ჩანს, მართლაც ამ ოლიგარქებისთვის დიდ საფრთხეს წარმოვადგენ და არც ვაპირებ, იმედი გავუცრუო მათ. მე წავალ სასამართლოში, რადგან პოროშენკომ ყველანაირი კანონი დაარღვია, უკრაინის კანონმდებლობაც და საერთაშორისო სამართლის ნორმებიც. მე მზად ვარ, წარვდგე უკრაინის სასამართლოს წინაშე.
მე ვცხოვრობ უკრაინაში, ჩემი სახლი უკრაინაშია, მე ვარ ერთ-ერთი უკრაინული მოძრაობის შექმნის ინიციატორი, ჩემი ნივთები უკრაინაშია, ჩემი მეგობრები უკრაინაში ცხოვრობენ და მართალია, მე წამართვეს ყველაფერი არაადამიანურად და არაკაცურად, მაგრამ გადავიტან. ბევრი უკრაინელი მწერს, რომ მზად არიან, მიმიღონ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ცხელი ხაზის ნომერი გაამხილა და აღნიშნა, რომ ხალხს შეუძლია, მას ამ ნომერზე დაუკავშირდეს.
„ჩემსა და პოროშენკოს შორის შეთანხმება ვერ მიიღწევა, რადგან ის ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია, ის ორიენტირებულია ფულის კეთებაზე, მე კი ორიენტირებული ვარ, რომ ადამიანებმა, ვინც პოლიტიკაში არიან, ხალხის ხარჯზე ფული არ აკეთონ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.