საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. მსოფლიო ახალმა სკანდალმა შეაზანზარა - ბრიტანული დაზვერვის მი-6-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯონ „პუტინის რუსეთის დაშლასთან“ დაკავშირებით ჩაიფუშა!
ბრიტანეთის სახელმწიფო საგარეო დაზვერვის მი-6-ის (Military Intelligence, MI6) ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯონ სკარლეტმა უძველეს ბრიტანულ გამოცემასთან - 1821 წელს დაარსებულ გაზეთ The Guardian-თან ინტერვიუში იმ სტრატეგიული გეგმის დეტალებზე ილაპარაკა, რომელიც რუსეთის დაშლაზე იყო მიმართული. „ბოლო რამდენიმე წელიწადის მანძილზე აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ყველაზე კარგად დამუშავებული გეგმა რუსეთის დაშლასთან დაკავშირებით წარუმატებლად დამთავრდა...“, - განაცხადა სკარლეტმა.
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლის შემდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო და სადაზვერვო ბაზების განლაგებას გეგმავდნენ. შემდგომში ვითარების დესტაბილიზაციაში რადიკალი ისლამისტების ჩართვა იგეგმებოდა.
„სამწუხაროდ, საქართველოში 2008 წლის ომი მოსკოვის რკინის მუშტად იქცა კავკასიაში ჩვენი ყველაზე დიდი სტრატეგიული გეგმის წინააღმდეგ...“, - აღიარებს ბრიტანული დაზვერვის მი-6-ის ყოფილი ხელმძღვანელი.
გარდა ამისა, იგეგმებოდა ნაბიჯები უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო და სადაზვერვო ბაზების განთავსების ორგანიზებისათვის - ჯონ სკარლეტმა სრულაიდ საიდუმლო ინფორმაცია გაამხილა, რომ დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს რუსეთისა და უკრაინის „ფიქტიური ომის“ იმედი ჰქონდათ. ამასთან, ბატონი ყოფილი მთავარი ინგლისელი მზვერავი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „მოსკოვმა მისთვის მომზადებული ყველა დაბრკოლება წარმატებით გადალახა და დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ზემოქმედებისგან ქვეყნის დაცვა შეძლო“.
საქინფორმი: ერთ-ერთი უძლიერესი დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის სკანდალური აღიარება კომენტარს არ საჭიროებს, მის მიერ გადმოცემული ფაქტები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეტევა კუნძულ გუამზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე.
ესე იგი, ომი საქართველოში, სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოში და ომი უკრაინის სამხრეთში, დონბასში დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა მოამზადეს და პროვოცირება გაუკეთეს.
ესე იგი, სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში სამხედრო და სადაზვერვო ბაზების გახსნისას მათ დავალებას ასრულებდა და პანკისის ხეობაში ბოევიკების - ისლამური სახელმწიფოს ტერორისტთა ბაზებს ქმნიდა რუსეთისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში დარტყმების მისაყენებლად, რის შესახებაც “საქინფორმი” აცხადებდა ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უალტერნატივო პროდასავლურმა საგარეო პოლიტიკამ, რომელიც მორიგჯერ იქნა დეკლარირებული რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ომების ტრაგიკული თარიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, ყოველგვარი აზრი დაკარგა და სერიოზულ რევიზიას საჭიროებს.
ამ თემაზე ასევე წაიკითხეთ: აშშ–ს კავკასიაში დიდი ბრიტანეთი შეცვლის – CSSF-ის გეგმები საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში (საქინფორმი)