სამართალი
შსს პრანკერების და მღებრიშვილის აუდიოჩანაწერის ნამდვილობას უარყოფს

    საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს შსს-ს პრესამსახური უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ნამდვილობას კატეგორიულად უარყოფს.
"მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. ზოგადად, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.