აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი ავღანეთში

    საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23- ბატალიონის მშვიდობისმყოფელებისთვის თანადგომის გამოსახატავად და გასამხნევებლად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან.
ქართველი სამხედროების მონახულებამდე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურთან, გენერალ ჯონ ნიკოლსონთან და ჰამიდ
ქარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზის მეთაურთან, გენერალ მურად სელჩუკთან შეხვედრები გამართეს. გენერალმა ნიკოლსონმა ქართული კონტინგენტის მიმართ უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ჯარისკაცები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და სამაგალითოები არიან, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებს შორის.
ქაბულში ვიზიტის დასრულების შემდეგ თავდაცვის უწყების დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაემგზავრა.  სტუმრებს აეროპორტში ბაზის მეთაური,  გენერალი ჯონ ტომსონი დახვდა.