საზოგადოება
ევროპული ღირებულებები: დანიაში ზოოფილებისთვის პირველი საროსკიპო იხსნება

    საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ოქტომბერში კოპენჰაგენში ევროპაში პირველი საროსკიპო გაიხსნება ზოოფილებისთვის. დანიის კანონმდებლობით დაშვებულია ცხოველთან ადამიანის სქესობრივი კავშირი და ცხოველთა პროსტიტუცია, „იმ პირობით, რომ ცხოველი არ ზარალდება“. დანიური კანონების თანახმად, ცხოველების ყველა სახეობასთან სექსი „სრულიად ნორმალურია“. ქვეყნის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის მინისტრმა ვლად იორგენსენმა განაცხადა, რომ ცხოველებთან ინტიმური კავშირი მათი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა. „ცხოველებს პატივისცემითა და მზრუნველობით უნდა მოვეპყროთ, მათ განსაკუთრებული დაცვის უფლება აქვთ“, - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში, რომლის ტექსტს webcoolmag აქვეყნებს.
ბორდელი კოპენჰაგენის ცენტრში იქნება განლაგებული, სამ სართულს დაიკავებს და საერთაშორისო სტუმრების მისაღებად მზად იქნება. როგორც დაწესებულების დირექტორი სელიმ გორდენი იუწყება, ბორდელის სტუმრებს შეეძლებათ, ახალგაზრდა ძაღლების ფასიანი მომსახურებით ისარგებლონ, რაზეც განსაკუთრებული მოთხოვნაა, თუმცა „დასაქირავებლად“ მისაწვდომი იქნება ცხოველთა სხვა სახეობებიც, მათ შორის - ეგზოტიკური.
გვამცნობენ, რომ ცხოველეთან სექსის ღირებულება 70-დან 150 ევრომდე მერყეობს. ძირითადი კლიენტები დანიაში გერმანიიდან, ნიდერლანდიდან და შვედეთიდან ჩავლენ.
ცნობისათვის: გერმანიაში ცხოველებზე ძალადობა მხოლოდ 2012 წელს აკრძალეს, მანამდე იქ  ეგრეთ წოდებული ეროტიკული ზოოპარკები ფუნქციონირებდა.