რედაქტორისგან
სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება უნდათ, რათა შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში გამოიყენონ! - არნო ხიდირბეგიშვილი

    „გავა დრო და ჰონკონგის ჯურღმულებში, ნარკომანების ერთ-ერთ ბუნაგში მკვდარ მაწანწალას იპოვიან, და არავის ეცოდინება, რომ ის ოდესღაც საქართველოს პრეზიდენტი იყო...“ (ზურაბ ჟვანია, 2004 წ.)

რა მოელის სააკაშვილს? რომელი ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს და როგორ გადაადგილდება მსოფლიოში გაუქმებული პასპორტით? წარდგება თუ არა ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე?“ - „ასავალ - დასავალის“  შეკითხვებს “საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი უპასუხებს:
“ჩვენ, ქართველებს, ყველაფერი ადვილად გვავიწყდება. და ამიტომ მინდა, მავანს გავახსენო, რომ მიშა სააკაშვილი ვერასოდეს გახდებოდა პრეზიდენტი, რომ არა ზურაბ ჟვანია, როგორც გიორგი მარგველაშვილი ვერასდროს ეღირსებოდა პრეზიდენტობას, რომ არა ბიძინა ივანიშვილი! განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მარგველაშვილმა, სააკაშვილისგან განსხვავებით, თავისი მამა-მარჩენალი ვერ მოკლა, სააკაშვილმა კი, ჟვანიას შვილების გარდა, ათასობით შვილი დააობლა, ათასობით დედას შვილები მოუკლა, ქართველიც და არაქართველიც,  ათასობით შვილს - მამები და მამებს შვილები გაუუპატიურა, ამიტომ მართლმსაჯულებას - ამქვეყნიურს თუ ღვთიურს - ის ვერ აცდება!
დღესდღეობით რეალობა ასეთია: ჰეპი ენდი ჰოლივუდის ტრადიციებში მიშას არ გამოუვიდა - სააკაშვილს სააკაშვილს აშშ-ის სამუშაო ვიზის ვადა ამოეწურა, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, ვიზა ანულირებულ პასპორტში გამოუსადეგარია. სააკაშვილის მეგობარი ნიუ-იორკელი ქართველი ემიგრანტების ოჯახის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი აშშ-ში თავისი ძველი კავშირების გამოყენებას და ტრამპის აპარატთან დაკავშირებასაც კი შეეცადა პოლიტიკური თავშესაფრის მიღების საკითხზე, მაგრამ ზრდილობიანი უარი მიიღო მაკკეინისგანაც კი, რომელსაც სააკაშვილის გარეშეც თავი სტკივა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკას სააკაშვილი მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში სჭირდებოდა.
უკრაინის მოქალაქეობა სააკაშვილს კანონიერად ჩამოართვეს - მან ანკეტაში არ მიუთითა, რომ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული, რაც უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებისას მასთან წინდახედულად არ დაუზუსტებიათ და საქართველოში მოთხოვნა არ გამოუგზავნიათ. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ კიევის ხელისუფლებას სააკაშვილი ყოველთვის „ნემსკავზე ჰყავდა წამოგებული“ - იმ შემთხვევისათვის, თუ ის კონტროლის ქვეშიდან გამოვიდოდა, რაც მოხდა კიდეც. კიევში დაბრუნება კი თბილისში ექსტრადიციას ნიშნავს, როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ძებნილი.
სააკაშვილი რიგრიგობით ჩადის პოლონეთში, ლიტვაში, უნგრეთში და სხვა მეორეხარისხოვან ევროპულ ქვეყნებში - იმისთვის, რომ მოქალაქეობა სთხოვოს თავის ძველ თანამოაზრეებს - ახალი ევროპის ქვეყნების ყოფილ ლიდერებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში მის გვერდში იდგნენ რუსთაველზე. მაგრამ ამ პენსიონერებს დღეს მისი დახმარება არ ძალუძთ, თუმცა აეროპორტებში, როგორც მათი სტუმარი, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში, იგი VIP-პერსონებისთვის განკუთვნილი სამთავრობო გასასვლელებით სარგებლობს, სადაც პასპორტს არ ამოწმებენ.
არის ინფორმაცია, რომ ის სარგებლობს პრეზიდენტობის დროიდან შემორჩენილი სხვა სახელზე გაცემული სამსახურებრივი პასპორტებით, ან ძველი დიპლომატიური პასპორტებით, ანდა ორი კვირის წინ აშშ-ში საქართველოს საკონსულოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განკარგულებით გაცემული ქართული დიპლომატიური პასპორტით. რიგორც წყარო იუწყება, ეს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ფარული მითითებით გაკეთდა, რომელიც მზად არის, სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს, როგორც კი ის ამის თაობაზე თხოვნით მიმართავს (ისევე, როგორც ცოტა ხნის წინ მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნა უკრაინის პოლიციის ყოფილ უფროსს ხატია დეკანოიძეს მისი განცხადების საფუძველზე).
მარგველაშვილს არაერთხელ „სინანულით“ განუცხადებია, რომ „საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც ორჯერ იყო ამ უმაღლეს პოსტზე არჩეული, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უნდა ეთქვა“. ამით მარგველაშვილი, ამასთანავე, ხაზს უსვამს თავის მნიშვნელობას სახელმწიფოში და პრეზიდენტის - მთავარსარდლის - კონსტიტუციის გარანტის - ინსტიტუტის ხელშეუხებლობას.
მარგველაშვილი დიდი სიამოვნებით დაუბრუნებს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას მათი საერთო მტრების - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“  საპარლამენტო უმრავლესობის ჯიბრზე, რომლებმაც საქართველოს კონსტიტუციის ახალ ვარიანტში პრეზიდენტის უფლებები შეზღუდეს.
მარგველაშვილს არასდროს დაუკარგავს კომუნიკაცია თავის წინამორბედთან. კიევში ვიზიტის დროსაც კი ის ჯერ სააკაშვილს შეხვდა, და მხოლოდ ამის შემდეგ - პრეზიდენტ პოროშენკოს. სწორედ სააკაშვილის რჩევით მოატყუა მარგველაშვილმა ივანიშვილი, თავდაპირველად ალტრუისტად მოაჩვენა თავი, მაგრამ ინაუგურაციის მეორე დღესვე თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა - გაწყვიტა კონტაქტი მილიარდერთან, რომელმაც ხელჩაკიდებული ჩასვა პრეზიდენტის სავარძელში, რომელიც მისი სპონსორიც იყო, შტაბის უფროსიც და წინასაარჩევნო კამპანიის აგიტატორიც. სააკაშვილის წაქეზებით, წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, მარგველაშვილმა უარი თქვა ავლაბრის რეზიდენციის დატოვებაზე - სააკაშვილის მიერ თბილისის ცენტრში აშენებული რეზიდენცია ადგილმდებარეობითა და კომუნიკაციის საშუალებებით სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში!
სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში, ოღონდ საკუთარი ნებით, საქართველოს მოქალაქის რანგში - მისი დიდი ხნით გისოსებში გამომწყვდევა, ალბათ, არ მოხერხდება - მარგველაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციიდან მაშინვე მთელ მსოფლიოში გადასცემს განგაშის სიგნალ SOS-ს - „პრეზიდენტი ციხეშია! დემოკრატია საფრთხეშია!“ - და მთელი დასავლეთი, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი წარმოუდგენელ ხმაურს ატეხენ - ცნება „ექს“ ხომ მათთვის არ არსებობს!
მით უფრო, რომ „სააკაშვილი - წამებული და დილეგში დამწყვდეული ეროვნული გმირი“ საქართველოში არც მთავრობას სჭირდება და არც ოპოზიციას. მას მაშინვე გამოუშვებენ გაუსვლელობის ხელწერილით, მით უმეტეს, თუ სააკაშვილი დათანხმდება გამოძიებასთან თანამშრომლობას - მაკომპრომეტირებელი მასალის მიწოდებას ყოფილ თანამებრძოლებზე და დღევანდელ ოპონენტებზე „ევროპული საქართველოდან“.

საქმეებს არამიზნობრივი ხარჯების შესახებ დოქტორ დოტზე, საყვარლებზე, მზარეულებზე, ქეიფებზე, მოგზაურობებზე, კურორტებზე, პიჯაკებზე, მაჯის საათებზე, სამგლოვიარო გვირგვინებზე და ფულეს პალტოზე „არასერიოზულობის გამო“ მიაფუჩეჩებენ (დიდი ამბავი, რამდენიმე მილიონი!), ხოლო ციხეებში პატიმრების წამების და მკვლელობის გამო უკვე იხდიან სასჯელს მერაბიშვილი და ახალაია , რომლებსაც მარგველაშვილი თავისი პრეზიდენტობის ვადის დამლევს შეიწყალებს.
სააკაშვილის მთავარი დანაშაული, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი, საქართველოში უკვე აღარავის აინტერესებს - არც ხელისუფლებას, არც, მით უფრო, ოპოზიციას. 08.08.08 ომის გარემოებების გამოძიებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვეტო ადევს. საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკულ მოვლენებს მანამდე გააყალბებენ, ვიდრე უფროსი თაობა არ წავა, გასულელებულ ქართველ ახალგაზრდობას კი, გამყიდველი მოღალატეების - საქართველოს ყველა ტელეარხის, „ექსპერტების“ და არასამთავრობოების წყალობით - სჯერა, რომ ის ომი რუსეთმა დაიწყო, ამიტომაც უმეტესობას იგი სძულს!
უკვე დიდი ხანია შეწყდა 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს შექმნილი იმ ომის გარემოებების საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის მუშაობა, გასულ კვირას კი, 2017 წლის 8 აგვისტოს, იმ სისხლიანი სამხედრო ავანტიურის მე-9 წლისთავზე საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს ხმამაღლა არ წარმოუთქვამს დამნაშავის გვარი, არავის უთქვამს, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ომი, რომლის მსხვერპლთ მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე გვირგვინები მიუტანეს და მაღალფარდოვანი ფარისევლური სიტყვები მიუძღვნეს! მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა გაბედა ამის თქმა თავის პირველ პრესკონფერენციაზე 2011 წლის 1 ნოემბერს, ალბათ, ამიტომაც გაისტუმრეს ის პრემიერობიდან ერთი წლის შემდეგ, თუმცა ივანიშვილმა მხოლოდ ჰაიდი ტალიავინის ოფიციალური დასკვნა გაიმეორა...
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უკვე დაწყებულია სააკაშვილის რეაბილიტაციის მძლავრი კამპანია, თუმცა ქართული სასამართლოს მიერ ის ჯერ კიდევ არ არის მსჯავრდებული! ამ კამპანიას სათავეში უდგას პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომლისთვისაც სააკაშვილი უკანასკნელი იმედია, უკანასკნელი ფორპოსტი და უკანასკნელი ბარიკადა, რომლის უკან ის საკუთარ ხალხს, პატრიოტებსა და ოპონენტებს ემალება! საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტებს შორის ხომ უკვე კარგა ხანია, განსხვავება აღარ არის - ორი რუსოფობი ერთ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგას, საპრეზიდენტო ვადის ბოლოსათვის კი მარგველაშვილმა ანტირუსული რიტორიკით აჯობა კიდეც სააკაშვილს და, პრაქტიკულად, მისი ორეული გახდა!
გიორგი მარგველაშვილი - სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი უშიშროების საბჭოს მდივნის, სააკაშვილის პარტია „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგის, პარტია „ევროპული საქართველოს“ ამჟამინდელი ლიდერის გიგა ბოკერიას ძველი მეგობარია, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ახლო მეგობარია. ისინი ყველანი მიეკუთვნებიან სააკაშვილის ადეპტების კატეგორიას, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გამოზარდა. ეს არის კოსმოპოლიტებისა და კონფორმისტების პლეადა, რომელთათვისაც „სამშობლოს“ ცნება მხოლოდ გლობალიზაციისა და ქართული მეენტალობისთვის უცხო ლიბერალური ფასეულობების პრიზმაში არსებობს, რაც უმცირესობათა - რელიგიური სექტების და ლგბტ-ს, მიგრანტების - უფლებების პრევალირებას, ოჯახისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ინსტიტუტების ნიველირებას, ყველაფრის დაშვებულობას, პროსტიტუციას და ნარკომანიას გულისხმობს. ამაში ისინი ნამდვილად გულწრფელები არიან - ფსევდოდემოკრატიული დასავლური ღირებულებები და აღვირახსნილობა მათ საკუთარ ოჯახებში სუფევს, ისინი ამით ჟონგლიორობენ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ქართველი ხალხი უიმედოდ ჩამორჩენილი გაუნათლებელი დებილების ბრბოდ მიაჩნიათ, ქართველი ერი კი - თავის ველურ ტრადიციებზე დაკომპლექსებულ, ჭკუასუსტ და დაბადებით არასრულფასოვან ერად!
მარგველაშვილი და ბოკერია უსუფაშვილთან ერთად აპირებენ შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში სააკაშვილის „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენებას, „ბულდოზერივით“ წინ გაშვებას - მათთვის პოლიტიკური მოედნის გასაწმენდად, ნგრევა კი სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცის, ამას ვერ წავართმევთ! არა, თანამოაზრეთა ზემოხსენებული სამეული განწირულ სააკაშვილს სერიოზულად არ აღიქვამს - მისი ამოცანა, მათი გეგმით, მხოლოდ ივანიშვილის მმართველი გუნდიდან მნიშვნელოვანი ძალის თავისკენ გადაქაჩვაა - „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება, „ორ ფრონტზე“ იბრძოლოს! არანორმალური მიშა-ნარკომანის შემდგომი ბედი კი მათ არ აღელვებს, ყველაზე მეტი, ნახევრად ველური ტომებით დასახლებულ რომელიმე კუნძულებზე გაფრენაში დაეხმარონ.
P.S. მაშ ასე, ჟვანიას წყევლა ახდენას იწყებს - სააკაშვილს სამწუხარო დასასრული მოელის, რომელიც მას 2004 წელს ერთ-ერთ მხიარულ ქეიფში სახალხოდ უწინასწარმეტყველა მოკვდინებულმა პრემიერ-მინისტრმა: „გავა დრო და ჰონკონგის ჯურღმულებში, ნარკომანების ერთ-ერთ ბუნაგში მკვდარ მაწანწალას იპოვიან, და არავის ეცოდინება, რომ ის ოდესღაც საქართველოს პრეზიდენტი იყო...“.
ერთადერთი, რისი წინასწარმეტყველებაც ჟვანიამ ვერ შეძლო, ის იყო, რომ გულღრძო სააკაშვილი რამდენიმე თვის შემდეგ თავად მას მოკლავდა...

„ასავალი - დასავალი“
№33
2017 წლის 14 აგვისტო
საქართველო, თბილისი

ფოტოებზე: სააკაშვილი თავის მამობილთან ერთად; სააკაშვილის მამობილი მზად არის, საყვარელი ვაჟი დაიცვას.