აქტუალური
„ღირსეული პარტნიორი 2017“ - საბრძოლო სროლები

    საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმიმრავალეროვნული სწავლების ღირსეული პარტნიორი 2017“ ფარგლებში ვაზიანის მე-11 სასროლეთზე კომბინირებული საბრძოლო სროლები გაიმართა. საველე მომზადება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის დახურვის ცერემონიალისთვის მოსამზადებელ ღონისძიებებსაც გულისხმობდა. წვრთნის მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.
პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე აშშ-ის ევროპული სარდლობის მე-2 საკავალერიო პოლკის სამხედროებმა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი ჯაველინი გამოიყენეს. განხორციელდა თავდაცვითი და კონტრშეტევითი ამოცანები. ქვედანაყოფს არაპირდაპირი ცეცხლით მხარდაჭერა საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის "დანა" ბატარეამ და ამერიკულმა საარტილერიო ბატარეამ გაუწიეს. წვრთნაში ჩართული იყო ქართულ შეიარაღებაში არსებული T-72 ტიპის ტანკები, ამერიკული ტანკიაბრამსიდა ქვეითთა საბრძოლო მანქანაბრედლი“.