აქტუალური
„თავისუფალი დემოკრატები“ პატრიარქს და ეკლესიის მსახურებს პატიმრობით ემუქრებიან! - ნიკოლოზ მჟავანაძე

    საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. თავისუფალი დემოკრატები და შალვა შავგულიძე შედიან პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებით სახელმწიფოს გარდა აეკრძალოს ყველას რუსეთში მოლაპარაკების გამართვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. შავგულიძის განცხადებით, კანონის დამრღვევს პატიმრობა დაემუქრება.
გახსოვთ პატრიარქის რუსეთში ჩასვლა და პერევის განთავისუფლება, დახოცილების გამოყვანა კონფლიქტის ზონიდან, ჩვენი ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება?! ესაა მცირე ჩამონათვალი რაც ეკლესიამ რუსეთთან მოლაპარაკებით მიაღწია...
ჰოდა, ეხლა „თავისუფალი დემოკრატები“ პატრიარქს და ეკლესიის მსახურებს პატიმრობით ემუქრებიან!?“ - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე თავის ფეისბუქ-გვერდზე.