სამართალი
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ჩვენს მეხანძრეებს და მაშველებს ძალიან ოპერატიული მუშაობისთვის! - კვირიკაშვილი

     საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. "მათ მთაწმინდის რაიონში საკმაოდ რთულ რელიეფზე, უმოკლეს დროში მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ დარჩენილი კერების სრულად ლიკვიდირება. ამით მათ საფრთხე აარიდეს მოსახლეობას. ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი შესაბამისი სამსახურები მობილიზებული იყვნენ შემთხვევის ადგილზე და ატარებდნენ პრევენციულ სამუშაოებს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყო ხანძრის ლიკვიდირება და მოსახლეობისთვის საფრთხის არიდება", - ნათქვამის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.