საზოგადოება
ამ დღეებში წყალტუბოში საკონცერტო დარბაზი „ივერია“ გაიხსნა.
საკონცერტო დარბაზ „ივერიის“ გახსნის ფაქტს დადებითად აფასებენ წყალტუბოელები. ისინი იმედოვნებენ, რომ საკონცერტო დარბაზი, რომლის სცენაზეც წლების მანძილზე ანშლანგით მიმდინარეობდა ცნობილი ანსამბლების კონცერტები, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეებისა თუ სასიქადულო პოეტების იუბილეები, ამიერიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება და მრავალ საინტერესო ღონისძიებას შესთავაზებს მაყურებელს.