აქტუალური
გენერალური შტაბის უფროსი Noble Partner 2017-ის მიმდინარეობას გაეცნო

    საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი მრავალეროვნული სწავლების ღირსეული პარტნიორი 2017“ მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას ვაზიანში სწავლების ხელმძღვანელებმა ქართული და ამერიკული მხრიდან - პოლკოვნიკებმა შავლეგო ტაბატაძემ და პატრიკ ელისმა უმასპინძლეს.
სასწავლო არეალის მონახულებამდე გენერალური შტაბის უფროსი „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა, შემდეგ კი სწავლების პროცესის შესახებ ბრიფინგი მოისმინა.
ვაზიანის მე-11 საწვრთნელი პოლიგონის დათვალიერებისას სწავლების ხელმძღვანელმა შავლეგო ტაბატაძემ გენშტაბის უფროსს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მედალიონი უსახსოვრა.