უცხოეთი
ჩიკაგოს მერმა დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივლა

    საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. ჩიკაგოს მერმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. მერის განცხადებით, თეთრი სახლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება იმ ქალაქებს, სადაც მიგრანტების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი, შეუმციროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გრანტები, უკანონოა.
სარჩელი სასამართლოში ორი კვირის შემდეგ შევიდა, რაც ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა გამოსცა განკარგულება გრანტების გაცემის შეზღუდვის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, გრანტის მისაღებად აუცილებელი ხდება რიგი დოკუმენტების წარდგენა, რომელიც გაართულებს გრანტების მიღებას.
„ჩიკაგო არ მისცემს უფლებას თავის პოლიციელებს გახდეს პოლიტიკური თამაშის იარაღი, ჩიკაგო არ დაუშვებს. რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები ირღვეოდეს და ბოლოს, ჩიკაგო არასოდეს იტყვის უარს სტუმართმოყვარე ქალაქის სტატუსზე“, - განაცხადა ქალაქის მერმა.
ჩიგაკოელები თლიან, რომ დონალდ ტრამპმა და ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა გადაწყვიტეს რესურსების შემცირების გზით ომი გამოუცხადონ მიგრანტებისთვის სასურველ და უსაფრთხო ქალაქებს.