პოლიტიკა
არაა გამორიცხული, სააკაშვილმა ციხეზე უფრო ფსიქიატრიულში ამოჰყოს თავი! - ნიკოლოზ მჟავანაძე

    საქართველო. 8 აგვისტო. საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„არც მანამდე იყო დაწყობილი, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო დეპრესიაში მყოფი სააკაშვილი იმდენად ძლიერ ნარკოტიკებს იღებს, რომ ეს ყველასთვის თვალშისაცემი გახდა. პოლონეთში ყოფნის დროსაც მისი ქმედებები და ქცევები მთლად ადეკვატური არ იყო. არაა გამორიცხული, სააკაშვილმა ციხეზე უფრო ფსიქიატრიულში ამოყოს თავი", - წერს მჟავანაძე.