პოლიტიკა
შორეულ ავღანეთში, სხვის წინასწარ წაგებულ ომში, კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა და სამი - დაშავდა, მაგრამ მათ აშშ-ს მიერ გაწვრთნილი ასეულობით ქართველი შეცვლის! - საქინფორმი

   საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (დაბ. 23.10.1991) დაიღუპა.
უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლებისამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.
მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდამტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის - უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის - დამაკმაყოფილებელი. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ. (ვიდეო იხ. აქ
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მშვიდობისმყოფელის, უმცროსი სერჟანტ მდინარი საბას ძე ბებიაშვილის ოჯახს.
„საქინფორმი“ უერთდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამძიმარს.

მაშ ასე, შორეულ ავღანეთში, სხვის წინასწარ წაგებულ ომში, კიდევ ერთი ქართველი ჭაბუკი დაიღუპა და სამი - დაშავდა. მაგრამ მათ ასეულობით ქართველი მეომარი შეცვლის, რომლებსაც ზუსტად ამ დღეებში ვაზიანის საზარბაზნე ხორცკომბინატის კონვეერი წვრთნებზე „Noble Partners 2017” ამზადებს - აშშ-ს ფულით, ხელმძღვანელობითა და ტექნიკით...