აქტუალური
საქართველოს საპატრიარქო რუსეთის დუმის დეპუტატის კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას ადასტურებს - „რუსთავი 2“

    საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის დუმის დეპუტატის კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს. "კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ საპატრიარქოს საგარეო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ არტიომ კავინოვი, ტურისტული ჯგუფის შემადგენლობაში, მართლაც იმყოფებოდა ილია მეორესთან შეხვედრაზე და პატრიარქისგან დალოცვაც მიიღო.
პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ, "კურიერის" ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის პარტიის წევრი პატრიოტთა ალიანსის წევრებს ადა მარშანიას და გიორგი ლომიას რესტორანში შეხვდა.
რუსეთის მმართველი პარტიის წევრი არტიომ კავინოვი უკვე წლებია, რუსეთის სათათბიროს დეპუტატია. ის სადესანტო ჯარების სპეცრაზმში მსახურობდა. სპეცრაზმელი კავინოვი 1992-1993 წლებში აფხაზეთში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა.