საზოგადოება
საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

Flag-Georgia-Iranსაქართველო-ირანს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დღეიდან ძალაში შევიდა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული:

"2010 წლის 3 ნოემბერს ხელმოწერილი შეთახმების თანახად, ორივე ქვეყნის მოქალაქე სარგებლობს ტერიტორიაზე მრავალჯერადი შესვლის, ტერიტორიიდან გასვლის და საერთაშორისო მიმოსვლისთვის განკუთვნილი საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით ტრანზიტის და ასევე მეორე მხარის ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის უფლებით".

თითოეული მხარის მოქალაქე მეორე მხარის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ორმოცდახუთ დღემდე ყოფნის უფლებით სარგებლობს.