უცხოეთი
აფხაზეთში, სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად რუსი ტურისტი დაიღუპა

     საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალების საწყობში რამდენიმე აფეთქება მოხდა. აფეთქებები იმდენად ძლიერი იყო, რომ ტალღამ და ნამსხვრევებმა საწყობის ირგვლივ მდებარე სახლები დააზიანა.
დაშავებულია 60-მდე ადამიანი, მათ შორის 5-ის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. სოფელ პრიმორსკში არავის არ უშვებენ, სოხუმში კი რუსეთის დიპლომატიური მისია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, გუდაუთის რაიონში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
სოფელ პრიომორსკში ხანძრის ჩასაქრობად და მოსახლეობის ევაკუაციისთვის 7- ბაზის რუსი სამხედროები ჯავშანმანქანებით მივიდნენ. ამ დროისთვის, საბრძოლო მასალების საწყობში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.