აქტუალური
მთავრობა შპს „კურორტ საირმეს“ ყიდის

sairmeგავრცელებული ინფორმაციით, უკვე ნაპოვნია სათანადო ინვესტორიც. „საირმის განვითარების კომპანია“ „კურორტ საირმის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 % წილის მფლობელი გახდება, რაშიც 60 ათას ლარს გადაიხდის. კურორტს სრული რეაბილიტაციისთვის ინვესტორი 10 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, „საირმის განვითარების კომპანია“ ვალდებული იქნება კურორტის რეაბილიტაცია 2012 წლის ბოლომდე ეტაპობრივად განახორციელოს. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორების შემდეგ, „საირმის განვითარების კომპანია“ ვალდებული იქნება ასევე საირმის მინერალური წყლით სარგებლობის დამოუკიდებელი და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყოს.