პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი პრეზიდენტ პუტინის აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა

    საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობის პოლიტიკის გაგრძელება - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები.

პრემიერმა სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით რუსეთთან არსებული კონფლიქტის კონსტრუქციულ რეჟიმში დარეგულირების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ, რომ რუსეთთან პოლიტიკურად დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტი და რა თქმა უნდა, ოკუპირებული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებაში არცერთ ჩვენგანს და მე პირადად, რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.