აქტუალური
აშშ-ში შეიქმნა ვებგვერდი, რომელიც Twitter-ზე პრორუსულ პროპაგანდას გაშიფრავს - „ამერიკის ხმა“

    საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ში ვებგვერდი Hamilton 68 შეიქმნა, რომლის მთავარი დანიშნულებაა Twitter-ზე “პრორუსული პროპაგანისა და დეზინფორმაციის გამოვლენა. ამის შესახებ ინფორმაციას German Marshall Fund ავრცელებს.
ვებგვერდის რესურსი Twitter-ის 600 ექაუნთს დააკვირდება, მათ შორისაა რუსეთის საგარეო უწყება და მედიის ნაწილი. ვებგვერდის ანალიტიკოსები ასევე დააკვირდებიან და შეისწავლიან “რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის” გამზიარებლებსა და მომწონებლებს. ვებგვერდის ქვედა ნაწილში განთავსდება დიაგრამები, რომლებიც არსებულ ვითარებას აღწერს.