პუბლიკაციები
აშშ-ს სამუშაო ვიზა მაქვს, მაგრამ აქ დარჩენას არ ვაპირებ! - მიშა სააკაშვილი

    საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მას აშშ-ს სამუშაო ვიზა აქვს. მისი თქმით, ამ ვიზას ვადა მომდევნო წელს  გასდის.
ვაშინგტონში რომ ვმუშაობდი დიდი ხნის წინ, ვიზა მაშინ ავიღე,"- განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, მას ტტურისტული ვიზაც აქვს, თუმცა ამერიკაშიდ არცენას არ აპირებს. „ამერიკაში დარჩენის განზრახვა არასოდეს მქონია და არც ახლა ვაპირებ. მე მიყვარს ეს ქვეყანა და აქ თავს თითქმის სახლში ვგრძნობ, მაგრამ ჩემი სახლი საქართველო და უკრაინაა”, - ამბობს სააკაშვილი.
რაც შეეხება საქართველოში მის შესაძლო ექსტრადიციას, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ  ოლიგარქები მისი საქართველოში ექსტრადიციისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ოლიგარქები ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის ადვილად გაკეთების საშუალება უნდა მისცე. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა. მინდა მათ იცოდნენ, რომ ჩვენ მათი არ გვეშინია”, - დასძინა სააკაშვილმა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, პოროშენკომ მოქალაქეობა იმიტომ ჩამოართვა, რომ მასში კონკურენტს ხედავდა. არ მგონია ეს საიდუმლო იყოს ნებისმიერი მიუკერძოებელი უკრაინელისთვის. ეს იყო პრეზიდენტის მიერ შეუფარავი მცდელობა თავიდან მოეშორებინა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი უკრაინის შიგნით. ეს საბჭოური საქციელია - ადამიანს ჩამოართვა მოქალაქეობა და მერე მას გიჟი და დამნაშავე უწოდო. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ მაიდნის შემდგომ უკრაინის პრეზიდენტზე ვსაუბრობთ, გმირზე, რომელმაც ბევრი მოლოდინი შექმნა, მაგრამ რომელმაც იმედები ასე ხელმოცარულად ვერ გაამართლა. მისი რეიტინგი ერთნიშნა მაჩვენებლებშია და მცირდება. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველა იმედი გააცრუა, რომლის გაცრუებაც შეეძლო. ეს ძალიან სამწუხაროა და მე ეს არ მახარებს. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც ომშია ჩართული. მეორე მაიდანის შემდეგ უამრავი მოტყუებული ხალხი და გაცრუებული იმედია. არ ვიცი უკრაინა ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვა”, - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ჰოლანდიის მოქალაქეობის მიღებას არ აპირებს.
ჰოლანდიის მოქალაქეობა რომ მდომოდა დიდი ხნის წინ ავიღებდი. ჩემი ცოლი ახლა საქართველოს მოქალაქეა. ჩემი შვილები ქართველები არიან. ფორმალურად არა, მაგრამ რეალურად მე ქართველი ვარ”, - განაცხადა სააკაშვილმა.