აქტუალური
საქართველოში ამერიკული ტანკების სირბილი ძვირად დაგვიჯდება! - ნინო ბურჯანაძე

    საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი საქართველოში მიმდინარე მრავალეროვან სამხედრო წვრთნებს NOBLE PARTNER 2017” გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთს ამაზე საპასუხო რეაქცია აუცილებლად ექნება. 
ამერიკა ერთგულია ნატოს წესდების მე-5 მუხლის, სადაც პირდაპირ წერია, რომ ნატო აგრესიის შემთხვევაში იცავს წევრ სახელმწიფოებს და არა ასპირანტებს, არა იმათ, ვინც ოცნებობს ნატოში გაწევრიანებაზე, არამედ ნატოს წევრ სახელმწიფოებს. ასე რომ, როცა ჩვენ რუსეთს ცხვირწინ ვუფრიალებთ ამერიკულ დროშებს, რუსეთის ბაზებიდან 500 მეტრის მანძილზე დავარბენინებთ ამერიკულ ტანკებს, ნუ დაგვავიწყდება, რომ 2 კვირაში ეს ამერიკული ტანკები წავა და ღმერთმა არ ქნას, რომ რამე მოხდეს, თორემ როგორც 2008 წელს არ მოსულა ეგ ტანკები ჩვენს დასახმარებლად, ვერც ახლა მოვა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.