სამართალი
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი 17 სექტემბრიდან საპროტესტო აქციებს აანონსებს, რომელთა მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა იქნება

    საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. ეს არ არის განაწყენება, პოლიტიკაში წყენის ტერმინი არ არსებობს. „ქართული ოცნებაისეთ პოლიტიკას ატარებს, რომელიც წამახალისებელი და მოგებიანია მხოლოდ ბოკერიასთვის დანაციონალური მოძრაობისმეორე ფრთისთვის. ძალიან ბევრი ვეცადეთ, ამ ხელისუფლებასთან საერთო ენა გამოგვენახა ქვეყნის განვითარებისთვის და სახელმწიფოსთვის, მაგრამ ეს შეთანხმება არ შედგა არც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში, არც სხვა საპარლამენტო ინიციატივებისას და არც სხვაგან ურთიერთობებში საპარლამენტო დონეზე. მათ ბოკერია და მასთან თანამშრომლობა მოსწონთ, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ქვეყანაში დღითი დღე დემოკრატიას საფრთხე ექმნება. ამასობაში ქართველი ხალხი ყველას დაავიწყდა. 17 სექტემბრიდან აქციების მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადაყენება იქნება. დღევანდელ ხელისუფლებას ვარწმუნებ, რომ ქართველი ხალხის ძალას ვაჩვენებთ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტის ვიცე სპიკერი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებითაც, რომ აშშ-ის საელჩომ და მთავრობის პროტოკოლმა მაიკ პენსთან შეხვედრა ისე დაგეგმეს, რომ ალიანსი შეხვედრაზე არ მიიწვიეს:მინდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საყურადღებოდ ვთქვა, რომ ამ შეხვედრაზე დიდი დრო სწორედ მისი დაქართული ოცნებისლანძღვა-გინებას დაეთმო!”, - განაცხადა ინაშვილმა.