აქტუალური
საუბრები იმაზე, რომ საქართველო ქრება დემოკრატიული სამყაროს რადარებიდან, უსაფუძვლოა - დავით უსუფაშვილი

    საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი.  ”შენების მოძრაობის” დამფუძნებელი და თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამერიკის ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის დეტალებზე ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მათ ისაუბრეს, დემოკრატიული სტანდარტების დაცვას შეეხებოდა.
“საუბრები იმაზე, რომ საქართველო ქრება დემოკრატიული სამყაროს რადარებიდან და რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსადმი ყურადღება შეასუსტოს ან პოზიციები შეარბილოს - არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. საქართველო ვერ იქნება ვერც დაცული და ვერც დემოკრატიული, თუ იგი არ გახდება ეკონომიკურად ძლიერი. დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ, რის შემდეგაც აღვნიშნე, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემა ამ თვალსაზრისით, მაგრამ გვქონდა უფრო დიდი პრობლემები რამდენიმე წლის წინ, ანუ ჩვენი ამოცანაა, რომ ვიაროთ წინ და არ ვედრებოდეთ წინა ხელისუფლებას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.