აქტუალური
აშშ-ის დიპლომატიური მისიის პერსონალი 755 ადამიანით შემცირდება - ვლადიმერ პუტინი

    საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის პერსონალი 755 ადამიანით შემცირდება. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში დაადასტურა. ეს ქმედება ოფიციალურმა მოსკოვმა აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების ფარგლებში განახორციელა. სიაში როგორც დიპლომატები, ასევე ტექნიკური პერსონალი მოხვდნენ. შედეგად დიპლომატიური მისიის წარმომდგენლების რაოდენობა შეერთებულ შტატებში რუსი დიპლომატების რაოდენობას გაუტოლდება და 455-ადამიანს შეადგენს. მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას ვაშინგტონში "სამწუხარო" უწოდეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები საპასუხო ქმედებას განიხილავს.