რელიგია
ნინოობის დღესასწაულზე ბოდბის მონასტერში წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აღავლენს

bodbeხვალ, 27 იანვარს, ნინოობის დღესასწაულზე ბოდბის მონასტერში წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია I I აღავლენს. ნინოობასთან დაკავშირებით მონასტერში სტუმარებს ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ ბოდბეში წმინდანის სახელობის მცირე ზომის ეკვდერია არსებობს, ხოლო წმიდა ნინოს საფლავი წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაშია განთავსებული. ამჟამად მონასტრის ეზოში წმიდა ნინოს ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს.